logo

ge

ჩვენ შესახებ

2011 წლიდან ლოგისტიკაში

ჩვენს შესახებ

"MGL GROUP" წარმოადგენს 2011 წელს დაფუძნებულ ბულგარულ-ქართულ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ წარმოვადგენთ თქვენს სტაბილურ საერთაშორისო ლოგისტიკურ პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, სავაჭრო ოპერაციებს და საგარეო ეკონომიკური საქმიანობას.

15+

წლის გამოცდილება

15

სატრანსპორტო სერვისი

5

საერთაშორისო საწყობი

100+

პარტნიორი კომპანია

ჩვენი მისია

დავაკავშიროთ ბიზნესები ევროპაში, აზიაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უსაფრთხო, ეფექტური და თანამედროვე ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მეშვეობით და ხელი შევუწყოთ მათ ზრდასა და საერთაშორისო გაფართოებას.

ჩვენ ვქმნით საიმედო სატრანზიტო დერეფნებს საქართველოსა და ბულგარეთის გავლით, რათა ვუზრუნველყოთ ტვირთების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილება.

ჩვენი ხედვა

განვავითაროთ საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანსპორტო ჰაბი ევროპასა და აზიას შორის. საიმედო და გამჭვირვალე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ამცირებს ბიზნეს-რისკებს, ზრდის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მდგრად საერთაშორისო თანამშრომლობას.

ჩვენი პრიორიტეტები

ძლიერი და გამოცდილი გუნდი
ფართო პარტნიორული ქსელი
პროცესების სრულყოფილი მართვა
საერთაშორისო საწყობები სტრატეგიულ ლოკაციებზე
ტვირთების უსაფრთხო და დროული მიწოდება
ეფექტური სატრანზიტო გადაწყვეტილებები საქართველოს გავლით

ჩვენი ღირებულებები

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია MGL Group გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას!

სანდოობა

ჩვენი სიტყვა და საქმე ყოველთვის თანხვედრაშია.

გამჭვირვალობა

ყველა პროცესი ჩვენთან სრული კონტროლით მიმდინარეობს.

პროფესიონალიზმი

15 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება.

პარტნიორობა

გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა.

ეფექტიანობა

სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები.

პატიოსნება

მთავარი პრინციპი, რომლითაც გუნდი ხელმძღვანელობს.

სტაბილურობა

პროგნოზირებადი შედეგები და საიმედო პარტნიორობა.

15+

წლის გამოცდილება

100%

კლიენტის კმაყოფილება

ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად დასმული კითხვები MGL Group-ის სერვისებთან, გადაზიდვის პირობებთან და ოპერაციულ პროცესებთან დაკავშირებით. თუ თქვენი კითხვა ჩამონათვალში არ გამოჩნდა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პირდაპირ.

რა სახის გადაზიდვებს ახორციელებს MGL Group?

MGL Group ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს. ასევე გთავაზობთ მულტიმოდალურ სერვისებს, საბაჟო მომსახურებას, სასაწყობე ლოგისტიკას, ტვირთის დაზღვევას და Reefer (სამაცივრე) ლოგისტიკას.

რომელ ქვეყნებში ოპერირებს კომპანია?

ჩვენი ქსელი მოიცავს ევროპას, კავკასიას, შუა აზიას, ახლო აღმოსავლეთს, ჩინეთს და დსთ-ის ქვეყნებს. სასაწყობე ლოკაციები გვაქვს ბულგარეთში, პოლონეთში, იტალიაში, ჩინეთსა და საქართველოში.

შეუძლია თუ არა კომპანიას არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა?

დიახ. MGL Group სპეციალიზდება არაგაბარიტული და მძიმე ტვირთების გადაზიდვაში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინჟინერულ გათვლებს, სპეციალური ტრაილერების მოწყობას, ნებართვების მიღებას და პოლიციურ გაცილებას საჭიროების შემთხვევაში.

როგორ ხდება ტვირთის დაზღვევა?

ჩვენ ვსთავაზობთ ტვირთის დაზღვევის სერვისს ღია პოლისის ფარგლებში, რომელიც ყველა შესაძლო რისკისგან იცავს ტვირთს ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე — ატვირთვიდან ბოლო მიწოდებამდე.

რა ვადებში ხდება ტვირთის მიწოდება?

მიწოდების ვადა დამოკიდებულია გადაზიდვის სახეობაზე, მარშრუტსა და ტვირთის სპეციფიკაზე.

როგორ გავაგზავნო მოთხოვნა ან შევამოწმო ფასი?

საიტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფასის კალკულატორი ან შეავსოთ საკონტაქტო ფორმა. ჩვენი მენეჯერი 24 საათში დაგიკავშირდებათ და შეგიდგენთ ინდივიდუალურ შეთავაზებას.

გსურთ ლოგისტიკური სერვისით სარგებლობა?

ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. დაგვიკავშირდით და მივცემთ პასუხს 24 საათში.

დაგვიკავშირდით